ProdAct Conference 2023 – HOW?

ProdAct Community ორგანიზებით 8 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში საქართველოში პირველად ჩატარდება Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია – ProdAct Conference 2023.

კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება პროდუქტის მენეჯმენტზე, დიზაინზე, მარკეტინგსა და დეველოპმენტზე. ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.

კონფერენცია ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე:

  • წარმატებული პროდუქტის მენეჯერების ხედვათა გაცნობა
  • უახლესი პროდუქტის დიზაინისა და მარკეტინგის სტრატეგიების შესწავლა
  • Მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე მსჯელობა
  • Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალის განხილვა თანამედროვე ბიზნესის ჭრილში

მთელი დღის განმავლობაში 400-მდე ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს 25-მდე როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სპიკერის გამოსვლას. შემადგენლობა მოიცავს ინდუსტრიის ცნობილ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ციფრულ ტრანსფორმაციაში, მათ შორის არიან:

საერთაშორისო სპიკერები

  • Szymon Kopec – Spotify, Senior Product Manager
  • Raul Vallejo – Miro, Lead Product Manager
  • Roman Arcea – Google, Senior Product Manager
  • Piotr Jan Pietrzak – Stanford Club of Poland, Stanford LEAD

ქართველი სპიკერები

  • Medea Tabatadze – Insource, Director
  • Givi Chkhartishvili – Noxtton, Founder & CEO
  • Archil Phiriashvili – Veli.store, CEO
  • Saba Jishiashvili – Gulf, COO
  • Giorgi Gulua – Agile Transformation Consultant
  • Lela Machaidze – NATO-G, Senior Local Consultant
  • Archil Varshanidze – EPAM, Senior Software Engineering Manager, Georgia .NET Practice Head
  • Gaioz Chavchavadze – EPAM, Product Manager
  • And more TBA

პანელური 1 – ქართველები საერთაშორისო კომპანიებში

  • GITA
  • David Chechelashvili – XPANDVISION, SVP
  • Irakli Grdzelishvili – West, Technical Product manager
  • Tengo Meskhi – Pensight, Product Growth Manager

პანელური 2 – პროდუქტის დიზაინი

  • Takaka Abramia – MRKT, Head of design
  • Mariam Kvantaliani – Redberry, UX/UI Design Team Lead | Lead Designer
  • Atuka Kelbakiani – Head of Product Design at Goldfish

პანელური 3 – პროდუქტის მარკეტინგი

  • Tatia Karchkhadze – Stanford LEAD
  • Rusa Kobakhidze – Bolt, Marketing team lead
  • Kato Petriashvili – Glovo, Head of brands ads
  • Tatia Koberidze – Noxtton, Digital Marketing Account Director

პროგრამა დატვირთული იქნება ინსპირაციული პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ნეთვორქინგის ფართო შესაძლებლობებითა და სტარტაპებისთვის განკუთვნილი კონკურსით, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა წარუდგინონ თავიანთი იდეები ჟიურისა და პოტენციურ ინვესტორებს.

კონფერენციის გენერალური პარტნიორი არის საქართველოს ბანკი, ასევე სხვა ღირებული პარტნიორები: Noxtton, Gulf, Veli Store, Aversi, EFES, BRID, Entrepreneur.ge, Marketer.ge

Date: