პროდუქტის მენეჯერის როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში

პროდუქტის მენეჯერები შეუცველელ რგოლს წარმოადგენენ პროდუქტის შექმნის პროცესში. Ნებისმიერი ტიპის პროდუქტს განვითარების ციკლის ნებისმიერ ეტაპზე სჭირდება მენეჯერი, რომელიც მოახერხებს უწყვეტი ციფრული ცვლილებების ფონზე მას მგდრადობა და რელევანტურობა შეუნარჩუნოს. Სწორედ ამიტომ, ამ პროფესიის დაუფლება არც თუ ისე ადვილი საქმეა.

ამ სტატიაში უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ პროდუქტის მენეჯერის როლს და მას ოთხ ძირითად განზომილებაში ჩავშლით: პროდუქტის ხედვის განსაზღვრა, სტრატეგიის შერჩევა, პროდუქტის ჩამოყალიბება და აღსრულება.

პროდუქტის მენეჯერისთვის ოთხივე ჩამოთვლილ განზომილებაზე ფიქრი თანაბრად მნიშვნელოვანი და საჭიროა. თითოეული მათგანი სხვადასხვა პასუხისმგებლობასა და უნარებთანაა დაკავშირებული.

პროდუქტის ხედვის განსაზღვრა

უმრავლესობა აცნობიერებს, რომ პროდუქტის ხედვის განსაზღვრა პროდუქტის მენეჯერის მთავარი პასუხისმგებლობაა, თუმცა უმეტესობა მაშინ ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ამას ერთი წინადადებით მოახერხებს. Ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი გუნდი არ არის შთაგონებული პროდუქტით და განვითარებაში მონაწილეობის მიღებით.

Საქმე ისაა, რომ პროდუქტის სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბება აჩენს პროდუქტის მიმართ რწმენას და გამჭირვალეს ხდის იმ პროცესებს, რომელებშიც მთლიანი გუნდი იღებს მონაწილეობას.

მენეჯერები, რომლებიც საკმარისს დროს უთმობენ ხედვის ნარატივის განსაზღვრას, ბევრად უფრო წარმატებულები არიან გუნდის გაერთიანებასა და პროდუქტის მომავლის ჩამოყალიბებაში. სრულყოფილი ხედვა კი წვრილმანი დეტალების გათვალისწინებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ დაფიქრდეთ იმ კონტექსტზე რა დროსაც პროდუქტი იქმნება და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც თქვენი პროდუქტი იძლევა:

  • რატომ არის სასარგებლო ან მნიშვნელოვანი მისი არსებობა?
  • როგორ შეცვლის თქვენი საბოლოო ხედვის მიღწევა დღევანდელ მდგომარეობას?
  • Რა ნაბიჯებია საჭირო აქამდე მისასვლელად?

სტრატეგიის შერჩევა

თავდაპირველად როდესაც ვიწყებთ პროდუქტზე მუშაობას, ჩვენ ვფლობთ ვარაუდებს იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ პროდუქტი  დომინირებული ბაზარზე. Მაგრამ ამ ვარაუდების სტრატეგიებად თარგმნაა საჭირო. 

იმის გათვალისწინებით, რომ ბაზრის დინამიკა მუდმივად იცვლება – ბაზარზე შემოდის ახალი კონკურენტი, რეცესია ცვლის კლიენტების ქცევებს და ა.შ. Სტრატეგიებიც შესაბამისად ბაზრისა და მომხმარებელთა მოთხოვნის მიხედვით უნდა იხვეწებოდეს. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე კომპონენტს , როგორებიცაა:

  1. Სამიზნე აუდიტორია;
  2. Პრობლემა, რომელსაც პროდუქტი აგვარებს / ის ახალი შესაძლებლობა, რომელსაც პროდუქტი ქმნის;
  3. Პროდუქტის ღირებულება;
  4. Სტრატეგიული დიფერენციაცია;
  5. კონკურენცია ბაზარზე;
  6. Პროდუქტისთვის Განსაზღვრული Წარმატების ინდიკატორები (KPIs).

Სტრატეგიაზე შემუშავებისას აქამდე რაც ზოგადი იყო – ახლა კონკრეტული ხდება.  სწორედ ეს  გვეხმარება პროდუქტის უკეთ პოზიციონირებაში.

Მაგალითისთვის ავიღოთ LinkedIn Sales Navigator. თავდაპირველად ეს ფუქნციონალი გათვლილი იყო B2B გაყიდვების პროფესიონალებისთვის, თუმცა დროთა განმავლობაში მათი სამიზნე აუდიტორია კიდევ უფრო დაკონკრეტდა. Ახლა LinkedIn Sales Navigator თვლის, რომ მასზე ყველაზე მეტად მორგებული კლიენტი B2B გაყიდვების პროფესიონალები არიან, რომლებიც  ტექნოლოგიურ და ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში აღმასრულებელ ან გაყიდვების განვითარების როლებზე მუშაობენ.

სიზუსტის ეს დონე მეტ სიცხადეს სძენს როგორც გაყიდვებს, ისეპროდუქტზე მომუშავე გუნდებს.

პროდუქტის ჩამოყალიბების პროცესი

პროდუქტის მენეჯერები პროდუქტზე დაკვირვებით  ეძებენ უნიკალურ ‘ინფუთებს’ დიზაინერებთან, UX მკვლევარებთან ან პროდუქტის მარკეტოლოგებთან თანამშრომლებით, რაც აყალიბებს პროდუქტის განვითარების მიმართულებას.

სკოტ ქუკი, Intuit-ის დამფუძნებელი ამ თემაზე ამბობს: “როდესაც რაღაც მოულოდნელი ხდება, რომელიც თავდაყირა აყენებს შენს ბიზნესს, ეს არის ბაზარი, რომელიც გელაპარაკება და ცდილობს გითხრათ ის, რაც ჯერ არ იცით, თქვენ კი გევალებათ, რომ მას მოუსმინოთ”. Შესაბამისად, თუ თქვენ რაღაც გიკვირთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აგროვებთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც ანალიზსა და მომავალი ქმედებების განსაზღვრას საჭიროებს.

პროდუქტის მენეჯერის როლის ყველაზე თვალსაჩინო ასპექტია პროდუქტის განვითარების რუკის შექმნა და მისი მართვა. პროდუქტის რუკა გაჩვენებს, თუ როდის რა ჩაშენდება პროდუქტში. რუკის ერთეულები შეიძლება მოიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: ახალი ფუნქციონალები, გაუმჯობესებებიი, რედიზაინი , მომხმარებელთა უკეთესი გამოცდილები შექმნა, ინფრასტრუქტურულისინიციატივები, ასევე ზრდისა და მონეტიზაციის მცდელობები. Ეს ყვეაფერი აისახება პროდუქტის რუკაზე. 

Მსგავსი ტიპის რუკების შექმნა პროდუქტის მენეჯერებს შეუძლიათ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: Jira, Asana, Google Sheets და ა.შ.

ნებისმიერი პროდუქტის მენეჯერის კრიტიკული გამოწვევა პრიორიტეტების განსაზღვრაა. Ამიტომ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ შეიძლება პროდუქტის მენეჯერმა განსაზღვროს საჭიროებები. Ერთ-ერთი მათგანია დროებითი ფოკუსის შერჩევა. Მაგალითისთვის Შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ 3 ვარიაცია რის მიხედვითაც შეიძლება რუკის პრიორიტეტები სწორად შემუშავდეს: ფოკუსი მომხმარებელზე, ფოკუსი ბიზნესზე და ფოკუსი ხედვაზე.

ფოკუსი Მომხმარებელზე გულისხმობს გამოიკვლიო ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტური მომხმარებლების საჭიროებები და პროდუქტის რუკიდან დააპრიორიტეტო ის ფუნქციონალები, რომელებიც ეხმარება პროდუქტს გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება.

ფოკუსი ბიზნესზე მოიცავს თქვენი პროდუქტის რამდენიმე ჭრილში დეტალურ გაანალიზებას, როგორებიცაა: გაყიდვების, პარტნიორთა ჩართულობისა და მონეტიზაციის მეტრიკის გაუმჯობესება პროდუქტის მიზნებთან მიმართებით. Ეს ფოკუსი გულისხმობს, თუ რომელი საზომის გაუმჯობესებაა ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული იმისთვის, რომ ბიზნეს ჭრილში პროდუქტისთვის საუკეთესო ინიციატივები დაინერგოს.

ფოკუსი ხედვაზე კი დაკავშირებულია იმ გადაწყვეტილებებთან, რომელებიც პროდუქტს მის გრძელვადიან მიზნებთან ყველაზე დროულად აკავშირებს.

პროდუქტის აღსრულება

Პროდუქტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია პროდუქტის მენეჯერმა განსაზღვროს მიზნები და ძირითადი შედეგები (OKRs – Objectives and Key Results).

OKR-ები (Objectives & Key Results) მნიშვნელოვანი ბერკეტია თქვენი გუნდის პრიორიტეტებისა და პროგრესის განსაზღვრისთვის, ასევე მიზნების სწორად კომუნიკაციისთვის მენეჯმენტსა  და აღმასრულებელ გუნდთან. 

იმის გამო, რომ მენეჯმენტი საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია პროდუქტზე გამოყოფილ რესურსებზე, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ და იცოდნენ, თუ რა ეტაპზე ხართ და OKR პროგრესის რეგულარული რეპორტინგი ამის გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

პროდუქტის მენეჯერები პასუხისმგებელნი არიან განსაზღვრონ როდისაა საჭირო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და რომელი გადაწყვეტილება იქნება ყველაზე ეფექტური.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროდუქტის გუნდიც აქტიურადაა ჩართული. Ვინაიდან გუნდს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის ინდივიდები ქმნიან, რიგ საკითხებზე ერთი გადაწყვეტის შერჩევა რთული ხდება და შესაძლოა ამ მხრივ ყოველთვის იყოს განსხვავებული აზრი. Თუმცა მაშინ, როდესაც გუნდი საერთო იდეის გარშემოა შეკრული, გადაწყვეტილებების მიღება შედარებით მარტივი ხდება და გუნდის წევრებში არის რწმენა, რომ ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ პროგრესსა და მიზნის მიღწევაზე ორიენტირებულია.

Ჩამოთვლილი პროცესების შემდეგ Საბოლოო განზომილება პროდუქტის მენეჯერისთვის პროდუქტის სრულყოფაში მოყვანა და მიღწევებზე ხაზგასმაა, რომლებიც როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვისაა ღირებული.

Პროდუქტის მენეჯერისთვის ეს ყველა განზომილება გზაა, რომელიც ეხმარება ყველაზე ეფექტურად მიიყვანოს პროდუქტი მომხმარებლისა და ბიზნესისთვის სასურველ ეტაპამდე. Ამისთვის კი, დიდი ძალისხმევა, მრავალი ადამიანის ჩართულობა და “აურზაურია” საჭირო იმისათვის, რომ პროდუქტი გახდეს რეალობა. 

Date: