რა სარგებელი მოაქვს DATA-ს?
დღევანდელ ეპოქაში მართავდე წარმატებულ ბიზნესს, იღებდე რელევანტურ გადაწყვეტილებებს და აგრძელებდე ზრდას პირდაპირ კავშირშია მონაცემთა შეგროვებასთან, მის ანალიზსა და ვიზუალიზაციასთან. სწორედ ეს პროცესი გეხმარება შეიცნო შენი მომხარებელი. ინტერნეტის მეშვეობით, თითო ადამიანი წამში დაახლოებით 1.7 მეგაბაიტ მონაცემს აზიარებს, რაც ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: გუგლი, ამაზონი, სპოტიფაი თუ ნეტფლიქსი. მათ მონაცემები აძლევს საშუალებას, რომ გააუმჯობესონ როგორც მათი პროდუქტი, ასევე მომხმარებლის გამოცდილება.
თუმცა, Როგორ ხდება მონაცემთა დამუშავება, რას ვიღებთ მისი ვიზუალიზაციით, ანდაც კონკრეტულად რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ არსებული მონაცემები? ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ თუ რა არის მონაცემთა მენეჯმენტი და გამოვყოფთ იმ 3 ძირითად სარგებელს, რომელსაც ეს “მეცნიერება” გვაძლევს.
Როგორც უკვე ვახსენეთ, მონაცემები უპრეცედენტო სიჩქარითა და რაოდენობით იქმნება, მათი ბიზნეს ენაზე გადმოსათარგმნად და გასაგებად კი საჭირო ხდება უზრუნველყოფა იმისა, რომ მონაცემები იყოს ზუსტი, ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტურად გამოყენებადი. მარტივად რომ ავხსნათ, მონაცემთა მენეჯმენტი არის ორგანიზაციის პრაქტიკა შეაგროვოს, დააორგანიზოს, დაიცვას და შეინარჩუნოს ის მონაცემები, რომლებიც მას ბიზნეს გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებასა და ანალიზში დაეხმარება.
Მონაცემთა მენეჯმენტი რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება:
პირველი ნაბიჯი სხვადასხვა წყაროდან მონაცემთა შეგროვებაა, რაც შესაძლოა მოიცავდეს გამოკითხვებს, ექსპერიმენტებს, დაკვირვებებს და ა.შ. Შეგროვებული მონაცემები აისახება მონაცემთა ბაზებში ან ცხრილებში და იწყება მათი გადახარისხება, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომები და შეუსაბამო პასუხები.
გასუფთვაბული მონაცემების მიღების შემდგომ, მათი გაანალიზება იწყება, რაც შესაძლოა მოიცავდეს სტატისტიკურ ანალიზს, მონაცემთა ვიზუალიზაციას და სხვა ტექნიკებს იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია და გამოვიტანოთ ვალიდური დასკვნები. გაანალიზებული მონაცემები კომპანიისთვის კი უმნიშვნელოვანესი რესურსია. შესაბამისად ეს რესურსი უნდა იყოს განთავსებული უსაფრთხო და დაცულ ადგილას, რათა მოხერხდეს მისი დაარქივება გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის და უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა მონაცემთა “მფლობელს” შეეძლოს კოლეგებისთვის მონაცემთა გაზიარება.
ეს მოკლედ მოთხრობილი ის დიდი პროცესია, რომელიც დიდი თუ პატარა კომპანიებისთვის ყოველდღიურად გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე ბიზნეს ოპერაციებში. უამრავ სხვა სარგებელთან ერთად, აქ გამოვყავით ის 3 ძირითადი უპირატესობა, რაც მონაცემთა მართვას თან ახლავს:
1. გაუმჯობესებული გადაწყვეტილების მიღება
მონაცემთა ეფექტური მენეჯმენტი ეხმარება კომპანიებს მიიღონ ვალიდური გადაწყვეტილებები. ზუსტი, დროული და შესაბამისი მონაცემების მიწოდებით, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეუძლიათ განსაზღვრონ ტენდენციები, შესაძლებლობები და პოტენციური რისკები, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები.
2. გაზრდილი ეფექტურობა
მონაცემთა მენეჯმენტი აუმჯობესებს ბიზნეს ოპერაციებს მონაცემთა შეგროვების, გაწმენდისა და ანალიზის პროცესების ავტომატიზაციის გზით. ეს ეხმარება კომპანიებს დაზოგონ დრო და რესურსი, რაც მათ საშუალებას აძლევს ფოკუსირდნენ მათ ძირითად ბიზნეს მიზნებზე.
3. Მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება
მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებითა და ანალიზით, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მომხმარებელთა საჭიროებებზე, პრეფერენციებსა და ქცევაზე. ეს მათ საშუალებას აძლევს, მოარგონ თავიანთი პროდუქტები და სერვისები მომხმარებელთა მოლოდინების დაკმაყოფილებას და ლოიალურობის შენარჩუნებას.
დღეს მონაცემთა მეცნიერება კომპანიებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ბენეფიტური სფეროა, უამრავი დაკვირვებითა და აღმოჩენებით სავსე.
Category:
Date:
ივნისი 15, 2023